ხინაზი

ხინაზი

შემადგენლობა: პროპოლისი, ფიტოკომპონენტი (არყის ხის ფოთლების, უკვდავას ყვავილები, წყლის მარწყვას-ბალახის ფესვები, კრაზანას, შვიტის, ასკილის, ბაზილიკის, დათვის კენკრას ექსტრაქტები).
ბალზამი უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის, მარილებისა და ტიქსინების გამოდევნას. აღადგენს სახსრების მოძრაობის უნარს და დარღვეულ ნივთიერებათა ცვლას.
თვისებები:

  • ახასიათებს მკვეთრად გამოხატული შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
  • ამაგრებს გულ–სისხლძარღვთა სისტემას, აქვს კარდიოტონური მოქმედება. აღადგენს ნივთიერებათა ცვლას.
  • უზრუნველყოფს მარილებისა და ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან. არეგულირებს წყალ-მარილოვან ცვლას.
  • ხელს უწყობს სახსრების ზედაპირზე კალცინირებული მარილების დაშლას და მათ გამოყოფას.
ჩვენებები:
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, კერძოდ წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევები.
  • თირკმლებისა და შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებები.
  • პოდაგრა, ართრიტი.
  • ჭარბი წონა (კომპლექსში „აპი-სპირასთან“ ერთად წონის დასაკლებად).
  • ოსტეოქონდროზი და ართროზები (კომპლექსში, კრემ „ტენტორიუმთან“ და დრაჟე „ტენტორიუმ პლუსთან“ ერთად, სახსრების ზედაპირზე კალცინირებული მარილების დასაშლელად და გამოსადევნად).
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა.
  • ათეროსკლეროზის, იშემიის, გულის რიტმის დარღვევების პროფილაქტიკა.
  • შარდში მარილების დიდი რაოდენობის დროს რეკომენდებულია მისი მიღება 6 თვემდე, ქრონიკული პროცესების დროს კი – 3 თვეში ერთხელ.
მიღების წესი:
დიდებში: 1 – 2 ჩაის კოვზი გავხსნათ 100 მლ თბილ წყალში, მივიღოთ 2–ჯერ დღეში ჭამამდე 20 – 30 წთ–ით ადრე, დღის პირველ ნახევარში (17.00 სთ-მდე).
კურსის ხანგრძლივობა მინიმუმ 1,5-3 თვე.
ბალზამის მიღება ელექტროლიტებისა და კალიუმის მარილების დეფიციტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია დრაჟე „ხლებინასთან“ ან „ტენტორიუმ პლიუსთან“ ერთად.